Saturday, April 16, 2011

პროექტი

1.      პროექტის  სახელწოდება---ლიტერატურული  ჟურნალი.
2.      პროექტის მთავარი იდეა---მოსწავლეებმა  შეძლონ  სხვადასხვა  ლიტ.ჟანრის  ნაწარმოებების  დახარისხება-მოძიება.აღმოაჩინონ  ლიტ.ნიჭით  დაჯილდოვებული  მასწავლებლები და მოსწავლეები. 
3.      პროექტის  აქტუალობა---შემეცნებითი  ინტელექტის  ამაღლება.კვლევა-ძიებისკენ სწრაფვა.ისტ-ის მიზნობრივად გამოყენება.
4.      პროექტის მიზანი---მოსწავლეებმა შეძლონ  ლიტ.ნაწარმოებების  მოძიება და ჟანრობრივად დახარისხება.საკუთარ თავში აღმოაჩინონ პოეტური ნიჭი.
5.      მონაწილეთა ასაკი---11-17წელი.
6.      პროექტის ხანგრძლივობა---1თვე 

7.      მოსალოდნელი შედეგები--ლიტერატურული ჟურნალისა და მისი ელექტრონული ვერსიის შექმნა და გამოქვეყნება.

8.      პროექტისათვის  საჭირო ძირითადი რესურსები---დიქტოფონი,ფოტოაპარატი,ფორმატი, ფერადი ფანქრები,კალამი,ჭიკარტები,კომპიუტერი

9.      პროექტის მსვლელობა--1.აქტივობა-გონებრივი იერიში.  
ვსვავ კითხვებს:რა ჟანრის ნაწარმოებებს კითხულობენ?შეუძლიათ თუ არა ლექსის,ჩანახატის ან ზღაპრის მოფიქრება?თუ იცნობენ იმ  მასწავლებლებს და მოსწავლეებს ვინც ქმნის ნაწარმოებებს?                              
                                               2.აქტივობა-პროვოცირება.

მოსწავლეები  გადანაწილდნენ  ჯგუფებში.ვთხოვ დაირქვან სახელები და მოიფიქრონ ჟურნალის სახელწოდება.
1.ჯგუფი-აკეთებს ჟურნალის დიზაინს.გააფორმებს ჩანახატებით და სურათებით.
2.ჯგუფი-გააკეთებს დაწყებითი მოსწავლეებისათვის გვერდს.მოაგროვებს  საბავშვო ლექსებს ,ზღაპრებს,შექმნან კროსვორდები.
3.ჯგუფი-იმუშავებენ ინტერვიუებზე.
4.ჯგუფი-მოგროვებულ მასალას დაახარისხებს და ააწყობს.
3.აქტივობა-შემაჯამებელი.
ხდება მოპოვებული მასალის  საბოლოოდ გადახედვა ,შეჯამება,დახარისხება,ისტ-მასწავლებლისგან საბოლოო ინსტრუქციების გაცემა.
4.აქტივობა-პროექტის წარდგენა.პრეზენტაცია.დასრულებული ვარიანტის ჩვენება-განხილვა.      
  10.საგნებთან კავშირი-ისტ- ქართული ენა და ლიტერატურა.    
11.პროექტის ხემძღვანელი-ნ.ციცქიშვილი.